ახალი ამბები

უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირების უფლება ექნებათ

უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში აგრარულ ბაზრებს ფუნქციონირების უფლება ექნებათ.

პრემიერის პრეს-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აგრარული ბაზრების ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ უსაფრთხოების ნორმები დაინერგოს.

„პრაქტიკულად ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელის მიერ იქნა დამტკიცებული სპეციალური პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისთვის, რომელსაც აქვს სურვილი გააგრძელოს ფუნქციონიერება და საბითუმო რეჟიმში მიაწოდოს მომხმარებელს პროდუქტი. კონკრეტული აგრარული ბააზრების ადმინისტრაციებთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ზომა იქნას დაცული, რათა უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხოება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

აგრარული ბაზრები დაიკეტა კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, რომ აგრარული ბაზრები 2 კვირით დაიკეტა, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს.

,, დაკეტვამდე 2 დღით ადრე მოხდა ბაზრების ადმინისტრაციების გაფრთხილება, რომ იქ არსებული პროდუქცია ამოყიდულიყო. რა თქმა უნდა, ეს სოციალური პრობლემაა მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისათვის, თუმცა აქ პირველ რიგში მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისა და მთელი საზოგადოების უსაფრთხოება” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.