ლაგოდეხში ერთ-ერთი პურის საცხობიდან მოსახლეობაზე პური უფასოდ გაიცა
ლაგოდეხში ერთ-ერთი პურის საცხობის მფლობელმა ახალაგაზრდებმა 100-მდე პური უფასოდ იმ ადამიანებზე გასცეს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
პურის საცხობის მფლობელი, ლევან ტურიაშვილი განმარტავს, რომ მათ რისი შესაძლებლობაც ჰქონდათ იმის ფარგლებში დაეხმარნენ მოსახლეობას.
,,ვითვალისწინებთ ქეყანაში არსებულ სიტუაციას და ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიძლია, მაგრამ რისი შესაძლებლობაც გვქონდა ის გავაკეთეთ. პური გაიცა მოხუც და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე. აქ თითქმის ყველას ვიცნობთ და ვიცით ვის უჭირს ყველაზე მეტად. 1-დან 3 პურამდე ვატანთ მსურველებს და მიხარია, რომ ამით დახმარება შეგვიძლია”,-განაცხადა ლევან ტურიაშვილმა.
ფოტო: რადიო ჰერეთი