კახეთში შემომსვლელ და გამსვლელ მგზავრებს თერმოსკრინინგის გავლა უწევთ
კახეთის შესასვლელებში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი დამონტაჟდა. სამხედრო ექიმები თერმოსკრინინგს ვაზიანი – გომბორისა და ახმეტა- თიანეთის მიმართულების გზებზე მოძრავ მოქალაქეებს უტარებენ.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული პუნქტების ამუშავებით მთლიანად რეგიონის გაკონტროლებაა შესაძლებელი.
“მოგეხსენებათ, რომ თერმოსკრინინგით გაკონტროლება ხდებოდა თელავის შემოსასვლელებთან. ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საოპერაციო შტაბს, რათა იგივე ძალებით, ჩვენ შეგვეძლო თერმოსკრინინგით გაგვეკონტროლებინა კახეთის მასშტბით შემომსვლელი და გამსვლელი ადამიანები.
მათ გაიზიარეს ეს წინადადება და დღეიდან ბლოკპოსტები განთავსდა სოფელ ხაშმთან და სოფელ სასადილოსთან” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.