კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთის ცხელების ცენტრებიდან გაგზავნილი 14 პირის ანალიზებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა.
მისი თქმით, კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, ე.წ. ცხელების ცენტრებში საეჭვო პაციენტებიდან საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება გაგრძელდება, როგორც ცხელების კლინიკიდან, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან”.
კახეთის მასშტაბით საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე რჩება.