ახალგაზრდა ლიდერებმა თელავის სოფლებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყეს
ახალგაზრდა ლიდერები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეორე დღეა სასურსათო კალათებს არიგებენ.
პროდუქტი, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ხანდაზმულებს გადაეცა.
ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიგი გიგიტელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში 30- ზე მეტი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული ოჯახი შეირჩა.
,, შევარჩიეთ გაჭირვებული ოჯახები, სადაც ხანდაზმულები ცხოვრობენ და მეტი ყურადღება სჭირდებათ. ასეთი აქციები და მოხუცების დახმარება კიდევ გაგრძელდება”, – განაცხადა გიგიტელაშვილმა.
მსგავს ინიციატივას მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ახალგაზრდა ლიდერები, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებენ.