ახალი ამბები

60 წელს ზევით მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით სავალდებულო აცრა მოხდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძეს თქმით, მთავრობამ მიივიღო გადაწყვეტილება, რომ ხანდაზმულები სავალდებულო აცრა პნევმოკოკის ვაქცინით მოხდეს.

აღნიშნული განცხადება დიმიტრი ხუნდაძემ, თელავის ერთ- ერთი ცხელების ცენტრის მონახულებისას გააკეთა.

,, გავდივართ კონსულტაციებს უცხოელ კოლეგებთან და ვნახეთ, რომ კორონა ვირუსით დაავადებულ ხანდაზმულ პაციენტებში, გარდაცვალების ფაქტები ფიქსირდება უპირატესად პნევმოკოკით გამოწვეული გართულებების გამო. ამიტომ ვფიქრობ, ამ ნაწილში აუცილებელია დავაზღვიოთ, რომ ეს არ გახდეს პანციეტის ჯანმრთელობის დამძიმების საფუძველი. გადავწყვიტეთ, რისკ- ჯგუფი, ამ პროგრამაში ჩავრთათ და მოხდეს სავალდებულო აცრა, ეს საათების საკითხია. ტექნიკური საქმეა გასაკეთებელი”, – განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახეთში ცხელების ცენტრები დაათვალიერა და განმარტა, რომ პრე- კრიზისული ფაზიდან კრიზისულ ფაზაში გადასვლის დროს, ცენტრები მზად უნდა იყოს.

,, აუცილებლად მოგვიწევს კრიზისულ ფაზაში გადასვლა, რა დროსაც იქნება კლინიკებში პაციენტების მოზღვავება. კახეთში ჩვენ შევამოწმეთ, როგორ მიიღებენ პაციენტს, ვნახეთ თავისუფალი სივრცეები, იმისათვის რომ მათი იზოლირება მოხდეს პაციენტის განთავსებისა და მართვისათვის. მედპერსონალს უნდა ჰქონდეს, თავისი მოქმედების არეალი. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ, ყველა კლინიკის რესურსს, რადგან უნდა მოვემზადოთ უარესი სცენარისათვის. კლინიკები მზად არიან, მაგრამ გვინდა მეტი მზაობა და მეტი პასუხისმგებლობა. საბჭოზე იქნება წარდგენილი რეგიონების სურათი და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტებები. კახეთში არის მარაგების დეფიციტი და ჩვენ ამაში დავეხმარებით“, – განაცხადა ხუნდაძემ.