კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს ექიმები სახლის პირობებში უმკურნალებენ
მთავრობის მეთაურმა, პრემიერმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, განაცხადა რომ ქვეყანა კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვაზე უნდა გადავიდეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ცხელების კლინიკების ეფექტურობაც.
,,მთავარი ამოცანა გვაქვს ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, – განაცხადა გახარიამ.