ახალი ამბები

კახეთში – 4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს კი ნალექი შესაძლოა ბარშიც, ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, 8-9 აპრილს, ღამის საათებში კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.