ახალი ამბები

ნიღბის და ფარის სწორად გამოყენების წესები – პაატა იმნაძის რჩევები

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას ფარების და ნიღბების სწორად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

იმნაძის განმარტებით, ფართან ერთად აუცილებელია ნიღბის ტარებაც.

„საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული“, – განაცხადა იმნაძემ.