თელავის რეფერალური საავადმყოფოში COVID19-ის სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის 7 იზოლირებული პალატაა
თელავის რეფერალური საავადმყოფი ყველა ტიპის პაციენტის მისაღებად მზად არის, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, საავადმყოფოში მოწყობილია 2 ბოქსირებული და 7 იზოლირებული პალატა, რომელიც სასუნთქი აპარატებით და სხვა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ იმყოფება, სამი პაციენტი კი, რომლებსაც ლაბორატორიულად COVID 19 არ დაუდასტურდათ, სახლში გაწერეს.
,,ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ გვყავს. კლინიკა ზონირების პრინციპით არის მოწყობილი და შესაბამისად ბოქსირებული პალატები მოწყობილია ყველა საჭირო ინვენტარით და საჭირო ინფრასტრუქტურით.
საავადმყოფო საჭიროების შემთხვევაში მზად არის ნებისმიერი ტიპის პაციენტი მიიღოს და გაუწიოს მომსახურება.
ამ დროისთვის გვაქვს 2 ბოქსირებული და 7 იზოლირებული პალატა. მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკაში ყველაფერია, რაც სჭირდება ნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურების ჩატარებას მათ შორის, ინფექციური პათოლოგიების მქონე პაციენტებს.
ეს იქნება სუნთქვის თუ სხვა სამედიცინო ჩარევისთვის საჭირო აპარატი. პაციენტების შემოჰყავს ექიმის დანიშნულების მიხედვით გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას’,- განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.