ახალი ამბები

ნელი ხიზანიშვილი – გურჯაანიდან თბილისში გადაყვანილი ქალი არ ფასდება როგორც კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა

33 წლის ქალი, რომელიც გურჯაანიდან თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, არ ფასდება როგორც კორონავირუსის საეჭვო შემთხვევა, – განუცხადა knews. Ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, პაციენტის თბილისის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება არა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა არამედ სოფლის ექიმმა მიიღო.
ხიზანიშვილის თქმით, 33 წლის ქალს არ აქვს კორონავირუსის გავრცელების მხრივ რის ჯგუფის რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია და ამავე დროს არ იკვეთება COVID19-ის ინფიცირების რომელიმე შემთხვევასთან ირიბი ან პირდაპირი კონტაქტი.
ის არ ფლობს ინფორმაციას, აუღებენ თუ არა ქალს კორონავირუსზე ანალიზებს და ჩატარდება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში შესაბამისი კვლევა.