ახალი ამბები

სოფელ ყარაჯალაში ხვალიდან საინფორმაციო მასალების გავრცელება იწყება

თელავის მუნიციპალიტეტის მერია ხვალიდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში საინფორმაციო მასალების გავრცელებას იწყებს.

მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას დაურიგდება შესაბამისი მასალა აზერბაიჯანულ ენაზე, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივებს ვირუსისაგან დაცვის ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ.

,,საინფორმაციო მასალა ჩამოვიდა დღეს, უმცირესობების ენებზე თარგმნილი და ხვალ დილიდან დავიწყებთ დარიგებას. მოსახლოებას ინფორმაციას პირადად მივაწვდით”, – განუცხადეს knews-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

 

ავტორი: მაკა ხაზიური