ახალი ამბები

ლაგოდეხში თვითიზოლაციაში მყოფების რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და არცერთ მოქალაქეს არ უფიქსირდება ჯანმრთელობის პრობლემები.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის განმარტებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 85 მოქალაქეა თვითიზოლაციაში, საიდანაც უმეტესობა ირანიდან, თურქეთიდან და თურქმენეთიდან შემოსული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

,,ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაა 85. აქედან 60%-ს წარმოადგენენ ეთიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ესენი ძირითადად ირანიდან, თურქმენეთიდან და თურქეთიდან არიან შემოსულები. 12 პირი იმყოფება ლაგოდეხიდან ბათუმში კარანტინში, 2 გადაყვანილია თბილისის და ორი თელავის საკარანტინო სივრცეებში. თვითიზოლაცია დაასრულა 11-მა პირმა. აქამდე არცერთ მოქალაქეს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა”,- განუცხადა knews-ს ნუნუ ნოზაძემ.

მისივე თქმით, სოფელ კაბალში მოსახლეობას დაავადებტა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

,,ხშირად ტარდება სანფორმაციო კამპანიები. მათ თვითმმართველობასთან ერთად ვაწვდით ინფორმაციას, როგორ უნდა მოიქცნენ ვირუსისგან თავდასაცავად, რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ ექიმს და სხვა. ხვალიდან კი აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული მასალები დაურიგდებათ”, – ამბობს ნუნუ ნოზაძე.

 

ავტორი: მაკა ხაზიური