კახეთში თვითიზოლაციაში 353 პირი იმყოფება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, 21 მარტის მონაცემებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 353 მოქალაქე.
მისი თქმით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მოწმდება.
,, სულ თვითიზოლაციაშია 353 პირი, აქედან საგარეჯოში 43, ლაგოდეხში 38, ყვარელში 17, გურჯაანში 56, სიღნაღში 28, თელავში 90 , დედოფლისწყაროში 38 და ახმეტაში 43. თვითიზოლაციის ვადა ამოეწურა 6 მოქალაქეს, კარანტინში გადაყვანილია 1 მოქალაქე. ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტიდან კარანტინში გადაყვანილია 3 მოქალაქე. რაც შეეხება საკარანტინო ზონებს: 5 ლოკაციაზე სულ 284 მოქალაქე”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.