თელავში საკარანტინო ზონაში 155 პირია მოთავსებული
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, თელავის სამ სასტუმროში არსებულ საკარანტინო ზონაში 155 მოქალაქე რჩება.
მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო კი ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს.
,,თელავშის სამივე საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.