კახეთში თვითიზოლაციაში 339 პირი იმყოფება
კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 339 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, როგორ იცავენ პირები იზოლაციის წესს მათი შემოწმება ყოველდღიურად მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, მეთვალყურეობა 22 ადამიანს მოეხსნა. საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო კი ორი მოქალაქე თბილისში გადაიყვანეს.