ახალი ამბები

კომპანია “ცივის ყველმა” შატო მერეში კარანტინში მყოფ მოქალაქეებს პროდუქცია გადასცა

რძის პროდუქტების და ყველის მწარმოებელმა კომპანიამ, რომელსაც თელავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აქვს, სასტუმრო,, შატო მერეში” მოწყობილ საკარანტინო ზონაში მყოფ მოქალაქეებს წარმოებული პროდუქცია უფასოდ გადასცა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა მოქალაქემ თუ ბიზნესმა უნდა იგრძნოს და შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსის გავრცელების პრევენციისა და კარანტინში მყოფი ადამიანების გასამხნევებლად.

,, კომპანია “ცივის ყველი” ყველას უსურვებს ჯანმრთელობასა და მშვიდობიან დღეებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროს დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო საკარანტინო პროცედურა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაცნობიერებთ ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე”, – აცხადებენ კომპანიაში.