თელავში მოსახლეობას უფასო გადაადგილებაში დაეხმარებიან
კერძო სამარშრუტო ტაქსების აკრძალვის შემდეგ თელავში მოსახლეობას უფასო გადაადგილების სერვისს შესთავაზებენ.
როგორც knews.Ge-ს ლადი გიორგაძემ განუცხადა, იგი 5 საათის შემდეგ, მოსახლეობას გადაადგილებაში უსასყიდლოდ დაეხმარება და მოემსახურება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ გამოსვლა სოფლებიდან.
“ვფიქრობდი, რომ ეს სერვისი თბილისის მოსახლეობისთვისაც შემეთავაზებინა, მაგრამ თბილისში ტაქსები მაინც არიან და თელავში უფრო ჭირს გადაადგილება, განსაკუთრებით სოფლებიდან გამოსულ ხალხს, რადგან სამარშრუტო ტაქსები აღარ დადიან. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე”, – განაცხადა ლადი გიორგაძემ.
ავტორი: მარიან ოქროცვარიძე