ახალი ამბები

როგორ მიმდინარეობს თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში

საქართველოს ყველა საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე გადავიდა.

როგორც knews. Ge-ს თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ყველა საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი დისტანციურად შეძლებისდაგვარად სრულყოფილად მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფები და მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, არის პირადი პაროლები, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის გადმოიგზავნა. ასევე არის რამოდენიმე პრობლემა განსაკუთრებით ინტერნეტთან დაკავშირებით, მაგრამ ამასაც შეძლებისდაგვარად ართმევენ თავს”, – განაცხადა ლევან მრელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა.

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე