ახალი ამბები

ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა იზღუდება

18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიზღუდება კვების ობიექტების მუშაობა.

რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა. გადაწყვეტილების შესრულებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ. ხვალიდან, 18 მარტიდან, იცვლება კვების ობიექტების მუშაობის სისტემაც. რეკომენდაციის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიტანის სერვისით სარგებლობა.

როგორც knews-სთან საკვები ობიექტების თანამშრომლები ამბობენ, მზად არიან შეზღუდვებს დაემორჩილონ და მუშაობის სისტემა შეცვალონ.

გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალიდან იკრძალება სამარშუტო ტაქსების მოძრაობა, რადგან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად მიიჩნიეს.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე