ახალი ამბები

რას ფიქრობენ თელავში ახალ კორონავირუსზე

ახალ კორონავირუსს საზოგადოების ნაწილი სერიოზულ საფრთხეს აღიქვამს, რის გამოც მოქალაქეებმა საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქტების მომარაგება დაიწყო.

მოქალაქეების გარკვეული ნაწილი კი ფიქრობს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

თელავში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ აუცილებელია სიფრთხილე და ჰიგიენის წესების დაცვა, თუმცა ახალი კორონავირუსის არ აშინებთ. ამ ეტაპზე მაღაზიებში არ არის პროდუქციის დეფიციტი, ხალხმრავლობაა თელავის აგრარულ ბაზარში და ჯერჯერობით ფუნქციონირებს რესტორნები.

როგორც knews-ს ერთ-ერთ რესტორანში განუცხადეს, მუშაობას მედიკოსების რეკომენდაციებით აგრძელებენ.

 

ავტორი:

მარიამ ოქროცვარიძე