პროტესტის ლექსიკონი
ხან მრავალრიცხოვანი, ხან მცირე. გადაკეტილი ქუჩებით, ზოგჯერ მხოლოდ 1 ადამიანით. ჩუმად, ხმაურით. მსვლელობით, კონცერტით. წვიმაში, ყინვაში, ქარში. ხან სიცხეში, ზაფხულის ცხელ დღეს. ხან შესრულებული, ხშირად კი შეუსრულებელი მოთხოვნებით. რევოლუციებით, დარბევებით, მსხვერპლით, მშვიდობიანად. ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ჩავლილი აქციები.
რა იწერება ქუჩაში? როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე? რა სიტყვებით დაიწყო და სად ვართ ახლა?რას ვითხოვდით 30 წლის წინ და რას ვითხოვთ დღეს?
აქ 100 წინადადებით დაწერილი პროტესტი შეგიძლიათ წაიკითხოთ.
ლექსიკონი ბოლო 30 წლის მანძილზე აქციებზე დაწერილი მოთხოვნების ნაკრებია. 100 ლოზუნგი, წინადადება, მოთხოვნა, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა აქციაზე დაიწერა. ამ სიტყვების განმარტება, ამ სიტყვების შედეგი ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ყოველდღიურობაა.
ამ სიტყვებით დაწერილი ისტორია არის თქვენს წინაშე. ქუჩაში დაწერილი ისტორია.
ნახე ისტორია: