თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
დღეიდან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, სწავლება საპილოტეა, რომელიც 1 აპრილამდე გაგრძელდება.
,,სასწავლებელმა, უმოკლეს დროში, კარგად გაართვა თავი სწავლების ამ მეთოდს. სტუდენტებს აქვთ ინტსტრუქტაჟი, ისევე როგორც ლექტორებს. სწავლება კი, ცხრილის მიხედვით მიმდინარეობს”, – განუცხადა knews”-ს ნინო კახაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე