ახალი ამბები

დედოფლისწყაროში თვითიზოლაციაში 9 ადამიანი იმყოფება

კორონავირუსის საფრთხის გამო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 9 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში, რომლებიც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის განმარტებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და მათ არ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

,,ისინი ჩამოსულები არიან საფრანგეთიდან, კანადიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, არაბეთიდან და პოლონეთიდან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები პერიოდულად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებენ”, – განაცხადა ლალი ალადაშვილმა.

 

ავტორი: მაკა ხაზიური