თელავის საკარანტინო ზონიდან მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
პარიზი-თბილისის რეისზე დაბრუნებულ 47 წლის ქალს, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ის, დროებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით კი სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისის ინფექციურ სავადმყოფოში გადაიყვანეს.
რეფერალური სავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამაყოფილებელია.
,,პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და აქვს თუ არა კორონავირუსი, ხვალ დილით გახდება ცნობილი” – განაცხადა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო ზონაში, საფრანგეთიდან დაბრუნებული 46 მოქალაქეა მოთავსებული.
ავტორი: მაკა ხაზიური