თელავის ისტორიული მუზეუმი 1 აპრილამდე მუშაობას წყვეტს
კორონა ვირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა.
როგორც ისტორიულ მუზეუმში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება.
მუზეუმში განმარტავენ, რომ მუშაობას 1 აპრილის შემდეგ გააგრძელებენ.