ახალი ამბები

გურჯაანის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

მერიაში განმარტავენ, რომ მანამდე საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ და გამოიყენონ შემდეგი საკომუნიკაციო საშუალებები: ელ.ფოსტა: Info@gurjaani.gov.ge, მუნიციპალიტეტის ოფიციალური Facebook გვერდები, ან დარეკონ ტელეფონებზე 577 53 36 42; 577 67 87 29; 595 21 22 94.

,,გარდა ამისა, მუშაობას დროებით წყვეტს მერიაში ყველა მუდმივმოქმედი კომისია. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციებით. (577 36 49 20; 599 80 05 41) ფუნქციონირებას ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით მომსახურების სფეროები და ა(ა)იპ “მოქალაქეთა თანადგომა”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.