კახეთის რეგიონში 2 მაჟორიტარული ოლქის შექმნა იგეგმება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საზღვრები ცნობილია.
ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. კახეთის რეგიონს 2020 წლის მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდო ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
კანონპროექტის მიხედვით, კახეთში ერთ ოლქში გაერთიანედება თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები, ხოლო მეორეში კი – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.
ცნობისთვის, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას 8 მარტს მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით, 1%-იანი ბარიერით და კიდევ ერთი შეზღუდვით ჩატარდება: პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.8