თავყრილობებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძეს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები, ქელეხებზე და ქორწილებზე შეზღუდვები დააწესოს.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მიმდინარე სიტუაციაზე.
,,ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ შესაძლოა მთავრობამ დიდ თავყრილობებზე შეზღუდვები დააწესოს. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები.
ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს.
ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, თავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.