KTW ჯგუფი გურჯაანში 1500 ჰექტარ მიწის ფართობზე ვაზს გააშენებს
KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია – „გურჯაანი აგრო“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 1500 ჰექტარი მიწის ფართობზე ვენახის გაშენებას გეგმავს, სადაც სადაც დიდ როლს პროცესის ავტომატიზაცია შეასრულებს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ გზით, ჯგუფი საკუთარ საქმიანობაში ევრო-სტანდარტებს დანერგავს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ უკვე შესყიდული აქვთ „ვაგნერ“-ის ტიპის ვენახის დამრგველი მანქანები, რომლებიც უზრუნველყოფენ საფერავის ჯიშის ყურძნის ნერგების უმოკლეს დროში მაღალი ხარისხითა და მინიმალური დანაკარგებით გაშენებას. მიმდინარე წელს კი პირველ ეტაპზე დაგეგმილია 700 ჰექტარამდე მიწის ათვისება.
,,კომერსანტის” ინფორმაციით, KTW ჯგუფი კახეთის რეგიონში სამ, პატარძეულის, მანავის და ველისციხის ქარხანებს ფლობს. სამივე საწარმო მუშაობს, როგორც ღვინის, ასევე ბრენდისა და ჭაჭის წარმოებაზე. ამ ეტაპზე KTW ჯგუფს საკუთარ პროდუქცია 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.