გურჯაანელმა სპორტსმენებმა ძიუდოში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ბოლნისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელისა და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ანზორ მარგველანის სახელობის, კადეტ ძიუდოისტთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენებმა ძიუდოში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
წონითი კატეგორიების მიხედვით, ჩემპიონები და ოქროს მედალოსნები გახდნენ ზაქარია დალაქიშვილი და გიგი კეკვიაშვილი. საპატიო მეორე ადგილები წილად ხვდათ გიორგი კახაბერს, ალეკო მარიკაშვილს და ლუკა ტატიაშვილს; ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ნიჟარაძე დაეუფლა.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარმომადგენლების თქმით, ტურნირში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა და 7 წონითი კატეგორიის 5 ფინალურ დაპირისპირებაში, 5-მა გურჯაანელმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
,,წონითი კატეგორიების მიხედვით, ჩემპიონები გახდნენ გიგი კეკვიაშვილი და ზაქარია დალაქიშვილი. მეორე ადგილზე გავიდნენ გიორგი კახაბერი, ალეკო მარიკაშვილი და ლუკა ტატიაშვილი, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ნიჟარაძემ მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ძიუდოისტებმა, გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს”,- განაცხადეს გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარმომადგენლებმა.