თელავის ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის მაშტაბით ყველა საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები პროფილაქტიკის მიზნით ტარდება.
როგორც knews. Ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრლებელმა ია ლუარსაბიშვილმა განუცხადა, შენობებს სველი წესით და ქლორამედის სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ.
ცნობისთვის, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დღეიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე