ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია

ამ წუთებში ხანხარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ- ბარდს გაუჩნდა, რის შემდეგაც ის მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული, თუმცა ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს ცეცხლის დასახებულ პუნქტზე გადასვლის საშიშროება. ამიტომ სამსახური დამატებითი ეკიპაჟების მობილიზებას ახდენს .

ხანძრის ქრობის პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს.