ახალი ამბები

თელავში პირბადეების დეფიციტია

ალაქ თელავში მდებარე სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტია.

ფარმაცევტული კომპანიები პირბადეების და ანტისეპრიკური გელების შესყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებენ. როგორც “knews” – ს სააფთიაქო ქსელ “PSP”-ში განუცხადეს, პირბადებიის მარაგი ამოწურულია და არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეავსებენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებს მოუწოდებს, პირბადეების მარაგი დროულად შეავსონ და პროდუქცია შესაბამის ფასად გაყიდონ.

საქართველოში კორონავირუსის საფრთხის გამო მოსახლეობაში პანიკაა, რომელმაც პირბადეების დეფიციტი გამოიწვია.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ დაფიქსირდა. ვირუსით ინფიცირებულია 50 წლის მამაკაცი, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა შეჩერდა.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე