„სურვილი დამეკარგა საყვარელი საქმიანობის კეთების“
17 წლის მარიამ ცისკარაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ცხოვრობს. მარიამი ბავშვობიდან ხატავს და ერთი თვეა ქუჩებში კედლების მოხატვით დაინტერესდა.
სოფელში რამდენიმე ძველი კედელი მოხატა. მარიამმა, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია საღებავების მოპარვასთან დაკავშირებით. ამბობს რომ საღაბევაბი და ფუნჯი მეორეთ მოპარეს.
,,რამდენიმე დღის სოფელ ქვემო ალვანში მოვხატე სოფლის გაჩერების კედელი. საღებავების დატოვება მომიწია იმავე გაჩერებაზე სკამის ქვეშ. მეორე დღეს არ დამხვდა ლაკი, ფუნჯები, მარკერები, გამხსნელები, საღებავები. შესაძლოა ნაგავი ეგონათ და გადააგდეს, მაგრამ ბუნკერშიც არაფერი იყო. გამოდის, შრომა წყალში ჩამეყარა, მოვხატე მაგრამ ვერ გავლაკე. წვიმა მოვა და კედელს ჩამორეცხავს. ასეთი შემთხვევა უკვე მეორე მოხდა. საღებავებთან ერთად სურვილიც დამეკარგა უკვე საყვარელი საქმიანობის კეთების,” – აცხადებს knews-სთან მარიამი.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე