თელავში, ნადიკვრის პარკში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია
თელავში, ნადიკვრის კულტურის და დასვენების პარკში ინფრასტრუქტურა დაზიანებულია.
გატეხილი და მოშლილია ტერასები, ჩამსხვრეული და დაბზარულია შუშის მოაჯირები, ამოტეხილია ამფითეატრის იატაკის ფიცრები და ეზოში არსებული სკამები. დაზიანებულია ასევე ქვედა ტერასაზე განლაგებული ინფრასტრუქტურაც.
ადგილობრივები კი დასასვენებელ პარკში კამერების დამონტაჟებას ითხოვენ. მათი თქმით, თელავი ტურისტული ქალაქია, ნადიკვრის პარკს კი ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
თელაველები ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური