გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება
ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ტექნოპარკში იფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, შოუ რუმები, საოფისე, საერთო-სამუშაო და რეკრეაციულ სივრცეები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას.
რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათას ლარია გამოყოფილი.
ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს.