ლოპოტას ტბის მიმდებარედ აკვაპარკი აშენდება
ლოპოტას ტბის მიმდებარედ ახალი სასტუმრო და აკვაპარკი აშენდება.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა ლოპოტას განვითარების მეორე ტალღის ფარგლებში მოხდება.
„თელავში დაიწყება ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მეორე ტალღა, აშენდება 120 ნომრიანი სასტუმრო, თავისი აკვაპარკით, რესტორნით და პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მლნ ლარია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.