“აგრონეტი” კახეთში კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავს
კომპანია “აგრონეტი” საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი 2 საწარმოს აშენებას გეგმავს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ 2 მილიონი ევროს ინვესტირებით საწარმოები კახეთსა და მარნეულში აშენდება.
მათივე ინფორმაციით, კომპანიას კაკლის ბაღები თავადაც აქვს და ნერგებსაც ყიდის.
,,კაკლის მოსავალი წვრილ ფერმერებსაც აქვთ, რომლებსაც მისი გადამუშავება არ შეუძლიათ, სწორედ ამიტომ მსგავსი ქარხნის ამოქმედება აუცილებელია, – აცხადებენ კომპანიაში.
კომპანია აგრონეტი 13 წელია საქართველოში ოპერირებს და მათი ძირითადი მიმართულება სოფლის მეურნეობაა.
კომპანიას აქვს სანერგე მეურნეობა, აგროტექნიკა, ვაჭრობს სასუქებით; ასევე მათ ჰოლდინგში შედის კომპანია “ჯეოლაივი”, რომელიც თავის მხრივ ფლობს ზეთისხილის ბაღებს კახეთში და ქართულ ზეითუნის ზეთს აწარმოებს.