ბლოგები

არზუ კაბლიდან – როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სოფლად

როგორ ცხოვრობს და ვითარდება სოფელი კაბალი. მოისმინეთ საინტერესო ახალგაზრდების ხმა, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ. 

არზუ სოფელ კაბლიდანაა, თუმცა ის სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლაში იღებს ზოგად განათლებას. ქართულ სკოლაში სიარული მას ეხმარება პარალელები გაავლოს აზერბაიჯანულ და ქართულ კულტურას შორის. ამ პოდკასტში არზუ ყურადღებას ამახვილებს მშობლების თაობის ადამიანებზე, რომლებსაც, მისი აზრით, აუცილებლად სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით.

სოფლის შესახებ: კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ერთ-ერთი დიდი სოფელია საქართველოში, სადაც 20000 მდე ადამიანი ცხოვრობს. კაბლის თემი შემდეგ სოფლებს აერთიანებს: განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა.

სოფელი ალაზნის გაშლილ, ნაყოფიერ ვაკეზე მდებარეობს და  მდინარეების – კაბალისა და ბაისუბნისხევს შორისაა მოქცეული. ზღვის დონიდან სოფელი 330 მეტრზე, ქალაქ ლაგოდეხიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელში  ფუნქციონირებს კაბალის საზოგადოებრივი ცენტრი. სოფელში განვითარებულია მებაღეობა და სასათბურე მეურნეობები.

ადრეული ქორწინებისა და ხშირი მიგრაციის გამო სოფლის მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია საქართველოში. knews.ge მადლობას უხდის გიორგი ედიშერაშვილს და პროექტ „პოდკასტერს“ საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისათვის.

C ავტორი: ახალგაზრდული პროექტი „პოდკასტერი“