ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე ნებისმიერი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვა უამინდობისა და ინტენსიური თოვის გამო ვერონა-შუამთის მონაკვეთზე გუშინ დილით დაწესდა.
ცნობისთვის, შუამთასთან გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში, არასეზონური საბურავების მქონე ოცამდე მანქანა იყო გაჩერებული და გზის გახსნას ელოდებოდა.