საგამოძიებო სამსახურმა კახეთში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქები გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ.
,,მსგავსი ფაქტები გამოვლინდა სამეგრელოს, მცხეთა – მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში. მხილებული პირები ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ”,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.