ახალი ამბები

EECMD მზარდი დეზინფორმაციის კამპანიაზე განცხადებას ავრცელებს

,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” NDI-სა და IRI-ს საქმიანობის მხარდასაჭერად სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიისაკენ სავალი გზა საქართველოსთვის იოლი არ ყოფილა. ზოგადად, ეს გზა არსად არის ადვილად გასავლელი და ეს გაცილებით რთული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ არა ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობა წლების განმავლობაში. ჩვენ დიდი ხანია მათთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად საფუძვლიანი და გულწრფელია ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის; რამდენად მაღალპროფესიონალურია მათი დემოკრატიის მხარდამჭერი სტრატეგიები და მეთოდოლოგიები.

ორგანიზაციის ხელძღვანელის ლევან ცუცქირიძეს თქმით, ასეთი თავდასხმები ამერიკულ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს ხელს უწყობენ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე იმაში, რომ მან რეალური და მტკიცე დემოკრატია შექმნას განსაკუთრებით სახიფათოა.

,,განცხადების გაკეთების საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ ვაკვირდებით მზარდ ტენდენციას იმ ორგანიზაციებზე თავდასხმის, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და პლურალიზმის საკითხებზე”, – აცხადებს knews.ge-სთან ლევან ცუცქირიძე.