თელავის საპატიო მოქალაქე, ექიმი ვანო მანველიშვილი გარდაიცვალა
95 წლის ასაკში ექიმი ვანო მანველიშვილი გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში.
მას 95 წელი 13 იანვარს შეუსრულდა. ვანო მანველიშვილი თელავის საპატიო მოქალაქე იყო.
ექიმს ეს სტატუსი 2011 წელს მიენიჭა. ვანო მანველიშვილს 1 თებერვალს დაკრძალავენ.