ახალი ამბები

მუსიკალური კონკურსის “ახალი თაობის” მონაწილეები ჰოლივუდში მიიწვიეს

მუსიკალური კონკურსის ,,ახალი თაობის” გამარჯვებული ნანიკო სამბელაშვილი და მეოთხედფინალისტი ნინა შეყრილაძე ჰოლივუდში მიიწვიეს.

ნანიკო სამბელაშვილი საგარეჯოში ცხოვრობს, ხოლო ნინა შეყრილაძე კი – თელავში. მათ ამერიკული კონკურსის “ფილადელფიის ვარსკვლავების” შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს.

მუსიკალური კონკურსი “ახალი თაობა” ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. კონკურსის მეორე სეზონი 20 იანვარს დასრულდა.