საფრანგეთში გარდაცვლილი გიორგი სამადაშვილი თელავში ჩამოასვენეს
საფრანგეთში გარდაცვლილი 30 წლის გიორგი სამადაშვილი, თელავში, საკუთარ სახლში წუხელ ჩამოასვენეს.
გარდაცვლილის მამის ზაზა სამადაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი თქმით, ის მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებული დასაძინებლად დაწვა და ვეღარ გაიღვიძა.
ექსპერტიზის დასკვნას, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის შესახებ ოჯახი 90 დღის განმავლობაში დიპლომატიური ფოსტით ელოდება.