კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმალვაში მყოფი 50 წლის მამაკაცი დააკავეს
შინგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმალვაში მყოფი, 50 წლის მამაკაცი დააკავეს.
დაკავებული არჩილ ჯანგულაშვილი, სავარაუდოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მომხდარი მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს. ის გარდაცვლილის სიძეა.
ამ ეტაპზე, ჯანგულაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული. მკვლელობაში მისი მონაწილეობის გამოსავლენად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
შეგახსენებთ, 2019 წლის 30 ნოემბერს სოფელ ნუკრიანში 61 წლის მამაკაცი მოკლეს. სასიკვდილო ჭრილობა მას, სავარაუდოდ, გეკოს ტიპის იარაღით, კისრის არეში მიაყენეს.