ახალი ამბები

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი შოთა ნარეკლიშვილს ბოდიშს არ მოუხდის

თელავის სახელმწიფო უნივერსისტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, მუნიციპალიტეტის მერს შოთას ნარეკლიშვილს ბოდიშს არ მოუხდის.

თენგიზ სიმაშვილის თქმით, მასზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და ის მის დასრულებას ელოდება.

,,მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმის ფაქტზე. ველოდები გამოძიების დასრულებას და სიმართლის გარკვევას. ბოდიშის მოხდას თელავის მერისთვის არ ვაპირებ”,- განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა.

ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს თენგიზ სიმაშვილს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისი თქმით, მის საცხოვრებელ სახლში ადგილობრივი მკვიდრი გოჩა გოდერძიშვილი შეიჭრა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მკვლევარი განმარტავს, რომ დაპირისპირება და უთანხმოება არავისთან აქვს და ის მომხდარ ფაქტს მის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნას ითხოვენ.

პროფესორის მტკიცებით, სოციალური კამპანია თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად მისი ფიზიკური ანგარიშსწორების უკან შოთა ნარეკლიშვილი დგას. შოთა ნარელიშვილმა კი, აღნიშნულ ფაქტზე პრესკონფერენცია გამართა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.