ახალი ამბები

სოფელ ვანთაში 31 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზად ოჯახი ვირუსს გამორიცხავს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში 31 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზად ოჯახი ვირუსს გამორიცხავს.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ორსულის გარდაცვალების მიზეზი გული პრობლემებს უკავშირდება.
31 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად არ უკავშირდება გრიპის ვირუსს. მას გულის პრობლემები ჰქონდა, რაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი” , – აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

ორსული გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად გრიპის ვირუსი განიხილება. სოფელ ვანთაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბოლო პერიოდში სხეულის მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ექიმს არ მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო და აღრიცხვაზე, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იყო დარეგისტრირებული. კლინიკის ინფორმაციით, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო – ექპერტიზის გურჯაანის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა. სწორედ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა ქალის გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი.

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.