სოფელ ვანთაში სავარაუდოდ გრიპის ვირუსით 31 წლის ორსული გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაშს 31 წლის ორსულის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ვირუსი გახდა.
ინფორმაციას სოფელ ვანთაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი ადასტურებს.
გიორგი ნაპირელის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ბოლო პერიოდში სხეულის მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და ექიმს არ მიმართა.
,,ბოლო ორი დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა და არ მიაქცია ყურადღება. ეზოში საქმიანობდა და ამ დროს გახდა ცუდად. იქვე გაუჩერდა გული. ძალიან გაჭირვებული ოჯახია, სოციალურად დაუცველები არიან”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ნაპირელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი, 21 კვირის ორსული იყო და აღრიცხვაზე, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში იყო დარეგისტრირებული.
კლინიკის ინფორმაციით, ორსულობა რთულად არ მიმდინარეობდა და ის გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.